14
პენტჰ. სართ 2
13
პენტჰ. სართ 1
12
საცხოვრებელი
11
საცხოვრებელი
10
საცხოვრებელი
9
საცხოვრებელი
8
საცხოვრებელი
7
საცხოვრებელი
6
საცხოვრებელი
5
საცხოვრებელი
4
საცხოვრებელი
3
საცხოვრებელი
2
ოფისი
1
კომერციული
-1
პარკინგი
-2
პარკინგი

დასრულებული

ამ სართულზე გასაყიდი ბინა ვერ მოიძებნა

ოუშენ ვაკე რეზიდენსი


ეს შესანიშნავი თანამედროვე შენობა, თავის უნიკალური დიზაინითა და უმაღლესი ხარისხის მოპირკეთებით ნამდვილი ღირსშესანიშნაობაა თბილისის პრესტიჟულ უბან ვაკეში. ის სამი წუთის სავალ მანძილზეა ვაკის პარკიდან, რომელიც თავის მხრივ დაცულ, გამწვანებულ რეკრეაციულ ზონასა და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

ოუშენ ვაკე რეზიდენსი აშენებულია და მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, რაც მის მაცხოვრებელს სრული კომფორტის, ფუფუნებისა და კმაყოფილების განცდას უტოვებს. შენობაში მრავალი ინოვაციური მასალა და ტექნოლოგია არის გამოყენებული რათა უზრუნველყოფილი იქნას ნაგებობის მრავალწლიური გამართული ფუნქციონირება, ჰიდრო/თერმო იზოლაცია და ენერგოეფექტურობა.

თითოეული ბინა დასრულებულია ოუშენ „პრემიუმ სტანდარტის“ მიხედვით. ამასთან, ოუშენი თავაზობს თავის მომხმარებლებს ინდივიდუალურ სარემონტო სამუშაოების სერვისს, რაც მოიცავს მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებულ არქიტექტურულ ინტერიერის დიზაინს, რენდერების დამზადებას, სარემონტო სამუშაოების შესრულებას, კონსულტაციას ავეჯის შესყიდვაში და მის მონტაჟს. ოუშენის მომხმარებლის ერთადერთი საზრუნავია განთავსდეს ბინაში და თავი სახლში იგრძნოს.

ოუშენ კაპიტალის პროექტები აშენებულია ევროპის უმაღლესი სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით, შესრულებულია ისეთი ხარისხით, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ჯერ-ჯერობით წარმოდგენილი არ ყოფილა.

ჩვენმა მაღალკვალიფიციურმა საერთაშორისო გუნდმა, ახალ სიმაღლეზე აიყვანა პროექტის შესრულება და ხარისხი. ჩვენ ვაბარებთ პროექტს გრაფიკისა და დაპირებული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით. გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შექმნას უმაღლესი კლასის პროდუქტი, რათა გაზარდოს მომხმარებლის სეტისფაქცია და უზრუნველყოს ცხოვრების მაღალი დონე. ჩვენი მიზანია, ვიყოთ #1 ყველაზე სანდო უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში. ოუშენ კაპიტალი შესატყვისად კაპიტალიზირებულია, რათა განახორციელოს თავისი პროექტები ყოველგვარი ვალის/კრედიტის გარეშე.

კომპანია გთავაზობთ მოქნილ ყოველთვიური გადახდის გრაფიკს პროექტის დასრულებამდე 2018 წლის ივნისში.
OCEAN

ოუშენ კაპიტალი

ოუშენ კაპიტალი ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების, საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ოუშენ კაპიტალი (საქართველოში), ოუშენ კაპიტალ-ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ოჯახებისგან შედგება, რომლებსაც 60 წელზე მეტი ოპერირების გამოცდილება აქვთ: მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებასა და დისტრიბუციაში, უძრავი ქონების (მსხვილი საცხოვრებელი, კომერციული და სასტუმროების) დეველოპმენტში და მართვაში აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპასა და აზიაში.