OCEAN

ჩვენ შესახებ

„ოუშენ კაპიტალი“ ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების პროექტებს. ამჟამად კომპანია აშენებს რამოდენიმე მაღალი კლასის უძრავი ქონების პროექტს თბილისის, ვაკის რაიონში. „ოუშენ კაპიტალს“ გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს ინვესტირება საქართველოში გრძელვადიანი პერსპექტივით.

ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი შედგება უძრავი ქონების სექტორში საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებისაგან, როგორც საქართველოდან ასევე დიდი ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მომხმარებელი გრძელვადიანად საუკეთესო ხარისხით, მასზე მორგებული ექსკლუზიური სერვისით და ზოგადად შევუქმნათ პოზიტიური საცხოვრებელი გარემო.

„ოუშენი“ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ნერგავს საერთაშორისო გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ეფექტიანობასა და მაღალ ხარისხს. ჩვენი ამოცანაა ვიყოთ #1 ყველაზე სანდო და გამჭვირვალე უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში. „ოუშენ კაპიტალი“ აბარებს პროექტს გრაფიკისა და დაპირებული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს დღევანდელი ბაზრის იმ სეგმენტში, რომელშიც არცთუ იაშვიათია დანაპირების არ შესრულების შემთხვევა.

ოუშენ კაპიტალი (საქართველოში), ოუშენ კაპიტალ-ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ჯგუფისგან შედგება. თითოეულ მათგანს აქვს 60 წელზე მეტი ოპერირების გამოცდილება: მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებაში, უძრავი ქონების (მსხვილი საცხოვრებელი, კომერციული შენობები და სასტუმროები) დეველოპმენტსა და მართვაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპასა და აზიაში. აგრეთვე აღსანიშნავია რესურსების ეფექტიანად გამოყენების, განახლებადი ენერგიის, ენერგიის შენახვის, წყლისა და გადამუშავების სფეროში ჰოლდინგის მიერ განხორციელებული ინვესტიციები..

ჩვენი მისია არის ჩავაბაროთ, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე, მაღალი ხარისხის, მდგრადი და ენერგოეფექტური, საუკეთესო დიზაინის შენობები, რომლებიც ნამდვილ ღირსშესანიშნაობებად იქცევა და მორგებული იქნება თითოეული მაცხოვრებლის მოთხოვნებზე.

ჩვენი მიზანია ვიყოთ მაცხოვრებლებისთვის #1 ნდობით აღჭურვილი, ხარისხზე ორიენტირებული ბრენდი.

მიმდინარე პროექტები თბილისში

ოუშენ ვაკე რეზიდენსი (67 ფალიაშვილი)

ოუშენ ვაკე რეზიდენსი არის ულამაზესი, მაღალი დონის, თანამედროვე შენობა, რომელიც შენდება მხოლოდ პრემიუმ ხარისხის მასალებით. ბინის მესაკუთრეს ექნება კომფორტისა და კმაყოფილების სრული შეგრძნება.


ოუშენ ვაკე პლაზა (102 ფალიაშვილი)

ოუშენ ვაკე პლაზა მდებარეობს ფალიაშვილისა და მუხაძის ქუჩებს შორის, გარშემორტყმულია დაბალი შენობებით, რაც იძლევა საშუალებას დატკბეთ ვაკის ხედებით და ასევე ისიამოვნოთ მშვიდი და მყუდრო გარემოთი. პროექტი მდებარეობს ვაკის პარკიდან 500 მეტრში.


ოუშენ ვაკე პარკი (26 მოსაშვილი)

ეს განსაკუთრებული დიზაინის თანამედროვე შენობა არის ნამდვილი ღირსშესანიშნაობა თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბანში. როგორც მისი სახელწოდება გვკარნახობს შენობა მდებარეობს ვაკის პარკთან ძალიან ახლოს, თბილისის ყველაზე გამწვანებულ, რეკრეაციულ ზონაში.


ოუშენ სქაი რეზიდენსი ( 33 ჭავჭავაძე)

ოუშენ სქაი რეზიდენსი არის უმაღლესი დონისა და ხარისხის შენობა, რომელიც მდებარეობს “ახალ გზასთან” ძალიან ახლოს, რაც საშუალებას გვაძლევს ერთის მხრივ დავტკბეთ ულამაზესი ხედებით და ასევე თავი ავარიდოთ ქალაქში არსებულ მომაბეზრებელ საცობებს.

Ocean Capital-ის
ვებგვერდი

www.ocean.ge
OCEAN

ოუშენ კაპიტალი

ოუშენ კაპიტალი ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების, საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ოუშენ კაპიტალი (საქართველოში), ოუშენ კაპიტალ-ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ოჯახებისგან შედგება, რომლებსაც 60 წელზე მეტი ოპერირების გამოცდილება აქვთ: მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებასა და დისტრიბუციაში, უძრავი ქონების (მსხვილი საცხოვრებელი, კომერციული და სასტუმროების) დეველოპმენტში და მართვაში აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპასა და აზიაში.