ბინა

#32
  • ფართი: 116.79 მ2
  • საცხოვრებელი ფართი: 90.39 მ2
  • აივანი: 26.4 მ2
  • ჰოლი: 11.6 მ2
  • სამზარეულო: 9.28 მ2
  • მისაღები ოთახი: 12.7 მ2
  • სასადილო: 12.57 მ2
  • საძინებელი 1: 14.5 მ2
  • საძინებელი 2: 13.26 მ2
  • აბაზანა 1: 4.5 მ2
  • აბაზანა 2: 5 მ2
  • აბაზანა 3: 4.5 მ2

ჩამოტვირთეთ PDF

ინტერიერის დიზაინი

ოუშენ ვაკე რეზიდენსი


ეს შესანიშნავი თანამედროვე შენობა, თავის უნიკალური დიზაინითა და უმაღლესი ხარისხის მოპირკეთებით ნამდვილი ღირსშესანიშნაობაა თბილისის პრესტიჟულ უბან ვაკეში. ის სამი წუთის სავალ მანძილზეა ვაკის პარკიდან, რომელიც თავის მხრივ დაცულ, გამწვანებულ რეკრეაციულ ზონასა და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

ოუშენ ვაკე რეზიდენსი აშენებულია და მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, რაც მის მაცხოვრებელს სრული კომფორტის, ფუფუნებისა და კმაყოფილების განცდას უტოვებს. შენობაში მრავალი ინოვაციური მასალა და ტექნოლოგია არის გამოყენებული რათა უზრუნველყოფილი იქნას ნაგებობის მრავალწლიური გამართული ფუნქციონირება, ჰიდრო/თერმო იზოლაცია და ენერგოეფექტურობა.

თითოეული ბინა დასრულებულია ოუშენ „პრემიუმ სტანდარტის“ მიხედვით. ამასთან, ოუშენი თავაზობს თავის მომხმარებლებს ინდივიდუალურ სარემონტო სამუშაოების სერვისს, რაც მოიცავს მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებულ არქიტექტურულ ინტერიერის დიზაინს, რენდერების დამზადებას, სარემონტო სამუშაოების შესრულებას, კონსულტაციას ავეჯის შესყიდვაში და მის მონტაჟს. ოუშენის მომხმარებლის ერთადერთი საზრუნავია განთავსდეს ბინაში და თავი სახლში იგრძნოს.

ოუშენ კაპიტალის პროექტები აშენებულია ევროპის უმაღლესი სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით, შესრულებულია ისეთი ხარისხით, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ჯერ-ჯერობით წარმოდგენილი არ ყოფილა.

ჩვენმა მაღალკვალიფიციურმა საერთაშორისო გუნდმა, ახალ სიმაღლეზე აიყვანა პროექტის შესრულება და ხარისხი. ჩვენ ვაბარებთ პროექტს გრაფიკისა და დაპირებული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით. გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შექმნას უმაღლესი კლასის პროდუქტი, რათა გაზარდოს მომხმარებლის სეტისფაქცია და უზრუნველყოს ცხოვრების მაღალი დონე. ჩვენი მიზანია, ვიყოთ #1 ყველაზე სანდო უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში. ოუშენ კაპიტალი შესატყვისად კაპიტალიზირებულია, რათა განახორციელოს თავისი პროექტები ყოველგვარი ვალის/კრედიტის გარეშე.

კომპანია გთავაზობთ მოქნილ ყოველთვიური გადახდის გრაფიკს პროექტის დასრულებამდე 2018 წლის ივნისში.
ოუშენ კაპიტალი გთავაზობთ 0% შიდა განვადებას მოქნილი გადახდის გრაფიკით პროექტის დასრულებამდე, ყოველგვარი ფარული გადასახადების გარეშე. ჩვენი გადახდის სისტემა გამჭვირვალე, მარტივი და პირდაპირია. ჩვენ ვურჩევთ მომხმარებელს, მოიპოვონ დეტალური და დაზუსტებული ინფორმაცია რათა იყვნენ სრულად ინფორმირებული გადახდის პირობების შესახებ. 


პირველადი შენატანი

პირველადი შენატანის ოდენობა დამოკიდებულია ბინის შეძენის დროს მშენებლობის ეტაპზე.

არსებობს სამი ეტაპი:
  1. მშენებლობის დაწყებამდე
  2. ფუნდამენტი/მიწისქვეშა სართულების დასრულება
  3. შენობის კარკასის* დასრულება
*„კარკასი“ ნიშნავს რომ ბეტონის სამუშაოები დასრულებულია და შენობის ყველა სართული აშენებულია.


თანხის შენატანი

თანხის შეტანა ხორციელდება ყოველთვიურად და შენატანის ოდენობა დამოკიდებულია:
  • პირველადი შენატანის ოდენობაზე
  • ბინის შეძენის დროსა და მის სრულ მფლობელობაში გადასვლამდე
ოუშენ კაპიტალი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა მსხვილ ბანკთან საქართველოში, რათა დაეხმაროს თავის კლიენტებს ფინანსური მოთხოვნების უზრუნველყოფაში.

შიდა განვადების პირობების დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ოფისს.
OCEAN

ოუშენ კაპიტალი

ოუშენ კაპიტალი ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების, საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ოუშენ კაპიტალი (საქართველოში), ოუშენ კაპიტალ-ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ოჯახებისგან შედგება, რომლებსაც 60 წელზე მეტი ოპერირების გამოცდილება აქვთ: მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებასა და დისტრიბუციაში, უძრავი ქონების (მსხვილი საცხოვრებელი, კომერციული და სასტუმროების) დეველოპმენტში და მართვაში აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპასა და აზიაში.