პენტჰაუსი

#30
  • ფართი: 355.83 მ2
  • საცხოვრებელი ფართი: 224.98 მ2
  • აივანი: 130.85 მ2
  • ჰოლი: 5.57 მ2
  • სამზარეულო: 18.03 მ2
  • მისაღები ოთახი: 32.07 მ2
  • სასადილო: 28.51 მ2
  • აბაზანა 1: 3.67 მ2

ჩამოტვირთეთ PDF

ინტერიერის დიზაინი

ოუშენ ვაკე პლაზა


ოუშენ ვაკე პლაზა შესანიშნავი დიზაინის, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის შენობაა, რომელიც პრესტიჟულ უბან ვაკეში მდებარეობს ფალიაშვილისა და მუხაძის ქუჩებს შორის. ოუშენ ვაკე პლაზა გარშემორტყმულია დაბალსართულიანი სახლებით, რაც უზრუნველყოფს მაცხოვრებლებს მშვიდი და მყუდრო გარემოთი. იგი ორი წუთის სავალ მანძილზეა ვაკის პარკიდან, რაც თავისმხრივ ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასა და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

ოუშენ კაპიტალის ბრენდის ფილოსოფიიდან გამომდინარე, ჩვენი შენობები აშენებული და მოპირკეთებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებით, რათა მაცხოვრებლები ნამდვილ ფუფუნებისა და კომფორტის ოაზისში მოვათავსოთ. ჩვენ ვამაყოფთ, რომ ვმონაწილეობთ თბილისის ესთეტიური და კეთილმოწყობის ხარისხის გაუმჯობესებაში. ოუშენის ჰიდრო და თერმო იზოლირებული შენობები ენერგოეფექტურია, რაც ერთისმხრივ უზრუნველყოფს შენობის მაღალი ხარისხის ხანგრძლივად შენარჩუნებას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უწყობს კარბონ დიოქსიდის გამონაბოლქვის შემცირებას.

მიუხედავად იმისა, რომ „ოუშენ პრემიუმი სტანდარტი“ უკვე საკმაოდ მოქნილ მომსახურეობას სთავაზობს მომხმარებელს, როგორიცაა ოთახების ინდივიდუალური გეგმარება და ა.შ. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ ექსკლუზიურად მორგებული სერვისის არჩევა, რაც მოიცავს მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებულ არქიტექტურულ ინტერიერის დიზაინს, რენდერების დამზადებას, სარემონტო სამუშაოების შესრულებას, კონსულტაციას ავეჯის შესყიდვაში და მის მონტაჟს. ოუშენის მომხმარებლის ერთადერთი საზრუნავია განთავსდეს ბინაში და თავი სახლში იგრძნოს.

ჩვენი მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ჯგუფი პროექტის დეველოპმენტის მაღალ სტანდარტებზეა ორიენტირებული. ჩვენი შენობები აშენებულია ევროპის უმაღლესი სტანდარტების ყოველგვარი დაცვითა და ყველანაირი კომპრომისების გარეშე, ხარისხით, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ჯერ-ჯერობით არ არის წარმოდგენილი.

ჩვენ ვაბარებთ პროექტს გრაფიკისა და დაპირებული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით. გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქტი რათა გაზარდოს მომხმარებლის სეტისფაქცია და ცხოვრების ხარისხი. ჩვენი მიზანია ვიყოთ #1 ყველაზე სანდო უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში. ოუშენ კაპიტალი შესატყვისად კაპიტალიზირებულია, რათა განახორციელოს თავისი პროექტები ყოველგვარი ვალის/კრედიტის გარეშე.

კომპანია, გთავაზობთ მოქნილ ყოველთვიური გადახდის გრაფიკს პროექტის დასრულებამდე 2018 წლის დეკემბერში.
ოუშენ კაპიტალი გთავაზობთ 0% შიდა განვადებას მოქნილი გადახდის გრაფიკით პროექტის დასრულებამდე, ყოველგვარი ფარული გადასახადების გარეშე. ჩვენი გადახდის სისტემა გამჭვირვალე, მარტივი და პირდაპირია. ჩვენ ვურჩევთ მომხმარებელს მოიპოვონ დეტალური და დაზუსტებული ინფორმაცია რათა იყვნენ სრულად ინფორმირებული გადახდის პირობების შესახებ. 


პირველადი შენატანი

პირველადი შენატანის ოდენობა დამოკიდებულია ბინის შეძენის დროს მშენებლობის ეტაპზე.

არსებობს სამი ეტაპი:
  1. მშენებლობის დაწყებამდე
  2. ფუნდამენტი/მიწისქვეშა სართულების დასრულება
  3. შენობის კარკასის* დასრულება
*„კარკასი“ ნიშნავს რომ ბეტონის სამუშაოები დასრულებულია და შენობის ყველა სართული აშენებულია.


თანხის შენატანი

თანხის შეტანა ხორციელდება ყოველთვიურად და შენატანის ოდენობა დამოკიდებულია:
  • პირველადი შენატანის ოდენობაზე
  • ბინის შეძენის დროსა და მის სრულ მფლობელობაში გადასვლამდე
ოუშენ კაპიტალი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა მსხვილ ბანკთან საქართველოში, რათა დაეხმაროს თავის კლიენტებს ფინანსური მოთხოვნების უზრუნველყოფაში .

შიდა განვადების პირობების დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ოფისს.
OCEAN

ოუშენ კაპიტალი

ოუშენ კაპიტალი ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების, საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ოუშენ კაპიტალი (საქართველოში), ოუშენ კაპიტალ-ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ოჯახებისგან შედგება, რომლებსაც 60 წელზე მეტი ოპერირების გამოცდილება აქვთ: მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებასა და დისტრიბუციაში, უძრავი ქონების (მსხვილი საცხოვრებელი, კომერციული და სასტუმროების) დეველოპმენტში და მართვაში აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპასა და აზიაში.